რუსთაველის გამზირზე
საპროტესტო აქცია
გრძელდება -
დემონსტრანტები
პარლამენტის შენობის წინ
რჩებიან.აქციის
მონაწილეები რუსთაველის
გამზირზე გადაადგილდებიან
- უკვე მეხუთე საათია, აქ
საავტომობილო გზა
ჩაკეტილია.მომიტინგეების
ნაწილი „თბილისი
მარიოტის“ მიმართულებით
მიდის, ნაწილი კი პირიქით -
საკანონმდებლო
ორგანოსკენ.აქციის წინა
დღეებისგან განსხვავებით,
დღეს განსაკუთრებული
სიმშვიდეა 9 აპრილისა და
ჭიჭინაძის ქუჩებზე -
ადგილზე არც აქტივისტები
და არც ძალოვანი უწყების
წარმომადგენლები არ
იმყოფებიან.დემონსტრაციაზე
ვითარება მშვიდია,
პერიოდულად ისმის
სკანდირების ხმა.
ძირითადად, იყენებენ
ლაზერებს და პარლამენტის
შენობას ანათებენ, ამ
ფორმით აჟღერებენ საკუთარ
მოთხოვნებს მომიტინგეები
და პროტესტსაც
გამოხატავენ. ლაზერებით
იწერება აქ მყოფი
ადამიანების მოთხოვნა და
მათი მთავარი მოთხოვნა
სწორედ ხელახალი
არჩევნების
ჩატარებაა.მთავარ
მოთხოვნას კიდევ დაემატა
რამდენიმე, მათ შორის იმ
ადამიანების
გათავისუფლება, რომლებიც
მიმდინარე საპროტესტო
აქციების დროს დააკავეს.
ადმინისტრაციული წესით,
დაახლოებით 300 ადამიანია
დაკავებული.ასევე,
დემონსტრანტები იმ
პირების დასჯას ითხოვენ,
რომლებიც აქციის
მონაწილეებსა და
ჟურნალისტებზე
ძალადობდნენ.