ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებლის,
ვალერი ბგანბას
განცხადებით, რუსეთმა
„რესპუბლიკიდან“
მანდარინის იმპორტი
აკრძალა.„რუსულმა მხარემ
აკრძალა მანდარინის
იმპორტი აფხაზეთიდან
სანიტარული სამსახურების
გადაწყვეტილებით“, -
აღნიშნა ბგანბამ.რუსული
მედია წერს, რომ აფხაზი
ფერმერებისთვის ზამთრის
პერიოდში შემოსავლის
მთავარი წყარო რუსეთში
მანდარინის ექსპორტია და
მიმდინარე სეზონზე
აფხაზეთიდან რუსეთში 36 000
ტონამდე ციტრუსის იმპორტი
იგეგმებოდა.