რუსეთის შეიარაღებულმა
ძალებმა კიევზე საჰაერო
იერიში განახორციელა.
ინფორმაციას უკრაინული
მედია ავრცელებს.მედიის
ცნობით, უკრაინის
სამხედრო-საჰაერო ძალებმა
ქვეყნის ცაზე რამდენიმე
რუსული გამანადგურებელი
Mig-31K შენიშნეს. მათი ზუსტი
რაოდენობა არ
სახელდება.დაბომბვა
ადგილობრივი დროით
დაახლოებით დილის შვიდ
საათზე მოხდა. კიევში
რამდენიმე აფეთქების ხმა
გაისმა. სავარაუდოდ,
რუსეთმა უკრაინის
დედაქალაქი „კინჟალის“
ტიპის ბალისტიკური
რაკეტებით დაბომბა.კიევის
მერმა ვიტალი კლიჩკომ
მოქალაქეებს
თავშესაფრებში
დარჩენისკენ მოუწოდა.
აფეთქებების ხმა კიევის
დნეპროპეტროვსკის,
შევჩენკოს, გოლოსეევის და
სოლომენსკის რაიონებში
ისმოდა.