რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში ბრძოლისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

Civil Georgia 3 კვირის წინ 15
რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში ბრძოლისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 16 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე თორნიკე გოგუაძეს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინაში საბრძოლო ოპერაციებში „დაქირავებულ მებრძოლად“ მონაწილეობისთვის. ამჟამად ის საერთაშორისო ძებნილთა სიაშია.

გოგუაძე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცნეს დამნაშავედ, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს. საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ 2022 წლის მარტში გოგუაძე უკრაინაში გაემგზავრა, სადაც გასამხედროებულ ფორმირებას შეუერთდა, გაიარა სამხედრო წვრთნა და მოგვიანებით რუსეთის ძალებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე.

კომიტეტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გოგუაძე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის ყოველთვიურად იღებდა ანაზღაურებას.

მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლებად სავარაუდო საქმიანობისთვის საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს და გელა ბეგლარაშვილს, შესაბამისად, ცხრა და თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე დაუსწრებლად.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია