რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

Civil Georgia 2 თვის წინ 47
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე  თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 ივნისს.

ორივე მათგანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. 11 მარტს სუს-მა იმავე ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება. ერთი მათგანი მალევე გამოუშვეს, ხოლო ძმები აქამდე პატიმრობაში რჩებოდნენ.

სრულად წაიკითხეთ სტატია