რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

Civil Georgia 3 თვის წინ 59
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

2024 წლის 9 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა, რომ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ივანე ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე გათავისუფლდნენ და საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ივანე ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი უკანონოდ დააკავეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში, ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ახლოს 2024 წლის 16 თებერვალს. კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, ზურაბ ლობჟანიძე კი რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ახალგორის ახლოს, 2024 წლის 21 აგვისტოს დააკავა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გათავისუფლების პროცესში გამოყენებულ იქნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ოპერატიული ცხელი ხაზის მექანიზმი და “ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან განხორციელებული დესტრუქციული ქმედებების სრული პასუხისმგებლობა რუსულ საოკუპაციო ძალას ეკისრება.

“ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” აღნიშნულია განცხადებაში.

Also Read:

სრულად წაიკითხეთ სტატია