რუსეთის საგარეო უწყება: აშშ რუსეთთან პრობლემებზე მსჯელობას სერიოზულად ეკიდება

Primetime.ge 2 თვის წინ 23
რუსეთის საგარეო უწყება: აშშ რუსეთთან პრობლემებზე მსჯელობას სერიოზულად ეკიდება
აშშ-ის დელეგაცია საუდის არაბეთში რუს კოლეგებთან ორ ქვეყანას შორის დაგორებული პრობლემების მსჯელობას სერიოზულად ეკიდება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.„ჩვენ ვხედავთ, რომ [აშშ-ის] ადმინისტრაცია სერიოზულად არის განწყობილი მრავალი პრობლემის მსჯელობის მიმართ, რაც ორმხრივ ურთიერთობებში დაგროვდა და სხვათა შორის საერთაშორისო ასპარეზზეც, უკრაინაში შექმნილი ვითარების ჩათვლით“, - თქვა ზახაროვამ.დღეს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი მონაწილეობენ. აშშ-ის დელეგაცია მოლაპარაკებებზე წარმოდგენილია სახელმწიფო მდივნით მაკრო რუბიოთი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლით მაიკ უოლცით და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით სტივ უიტკოფით.
სრულად წაიკითხეთ სტატია