სლოვაკეთის პარლამენტში
დეპუტატებს სიტყვით
მიმართა ქვეყნის-პრემიერ
მინისტრმა, სადაც
მიმდინარეობს დებატები
ფიცოს მთავრობისთვის
უნდობლობის
გამოცხადებაზე. ფიცოს
თქმით, ლიბერალები
ყოველთვის ცდილობენ
თავიანთი ოპონენტების
დისკრედიტაციას.მან ასევე
აღნიშნა, რომ ყოველდღიურად
იღებს მუქარის შემცველ
წერილებს, რაზეც
„პროგრესული სლოვაკეთის“
ლიდერმა, მიხაილ შიმეჩკამ
უპასუხა, რომ თავად იღებს
მსგავს წერილებს.ფიცომ
სიტყვით გამოსვლისას
ასევე ახსენა საქართველო.
მისი თქმით, რუმინეთი და
საქართველო უნდა იყვნენ
შემაკავებელი მაგალითი
იმისა, თუ როგორ იქცევა
დემოკრატია, როდესაც
მათთვის არასწორი
ადამიანი
იმარჯვებს.„ნატო-ს
გაფართოება უკრაინის
გაწევრიანებით იქნება
მესამე მსოფლიო ომის
დაწყების საფუძველი“, –
თქვა ფიცომ.მან ასევე
აღნიშნა, რომ აქვს უფლება,
გააკრიტიკოს არა მხოლოდ
ევროკავშირის
პარტნიორები, არამედ
ნატო-ც, რადგან ეს არის
ინტეგრაციის ნაწილი. თუმცა,
პრემიერ-მინისტრის თქმით,
ევროკავშირი ამჟამად
ცდილობს სახელმწიფო
სუვერენიტეტის შეზღუდვას,
მაგალითად ღირებულების
საკითხების წინ წამოწევით,
ასევე საგანმანათლებლო
სისტემებში ჩარევით.ფიცომ
ასევე აღნიშნა, რომ
ბავშვების შვილად აყვანა
მხოლოდ ჰეტეროსექსუალ
წყვილებს შეეძლებათ და
სლოვაკეთში კაცი იქნება
კაცი და ქალი იქნება ქალი.