როცა წავა პრეზიდენტობიდან, ის იქნება არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას - კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე

Primetime.ge 2 თვის წინ 67
როცა წავა პრეზიდენტობიდან, ის იქნება არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას - კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის არავითარი კანონი არ არსებობს.კახა კალაძის თქმით, კონსტიტუციისადმი ამ დამოკიდებულების გამო,  სალომე ზურაბიშვილს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტის სტატუსი ექნება.„მას აქვს კონკრეტული დარღვევები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. გულდასაწყვეტია, რომ არის ამ ტიპის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. თან, ვისგან, ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს. პირდაპირ ხაზი გადაუსვა ყველაფერს, არანაირი კანონი და კონსტიტუცია მისთვის არ არსებობს. იყო ასეთი შემთხვევები, სასამართლომაც კი დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. ეს ადამიანი აგრძელებს ამ დამოკიდებულებას. შესაბამისად, განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ როცა წავა პრეზიდენტობიდან და იცით, რომ ძალიან მალე ამთავრებს, ის იქნება არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას. კონსტიტუციის დარღვევაა მისი ვოიაჟებიც. მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე მას არ აქვს უფლება. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ, მე თუ პრემიერ-მინისტრის გასაკეთებელი უნდა ვაკეთო, პარლამენტის თავმჯდომარემ - პრეზიდენტის გასაკეთებელი. ასეთი აღრევა თუ უნდა მოხდეს, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია ან კანონები?! რისთვის არის ისინი - იმისთვის, რომ დავიცვათ ის და პატივი ვცეთ სახელმწიფოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმების შესახებ, კახა კალაძე გამორიცხავს ამ შესაძლებლობას და აცხადებს, რომ არჩევნებში კვლავ მმართველი ძალა გაიმარჯვებს.„ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულის ტოლია, შეუძლებელია, წარმოუდგენელია უბრალოდ და რაც ბუნებაში არ არსებობს და თეორიულად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, იმაზე ახლა ნუ ვიმსჯელებთ და ნუ გავაკეთებთ განმარტებებს და კომენტარებს. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია