ვნახეთ, რომ
არასრულწლოვნები ქვას
ესვრიან პოლიციელს და ამას
უქებენ, ტაშს უკრავენ და
ახალისებენ გარშემო მყოფი
ზრდასრული ადამიანები. ეს
კიდევ ერთხელ აჩვენებს
იმას, რომ ამ აქციებში
მონაწილე გარკვეული ჯგუფი
ძალიან შორს არის იმ
ყველაფრისგან, რაც არის
ქართული და ადამიანური, -
განაცხადა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა. ამ
კონტექსტში მან ისაუბრა
UNICEF-ის განცხადებაზე და
აღნიშნა, რომ ორგანიზაცია,
რომელიც უნდა იცავდეს
ბავშვების საუკეთესო
ინტერესებს, ახალისებს მათ
მონაწილეობას ძალადობრივ
აქციებში.„ეს ქართულ
კულტურას ეწინააღმდეგება,
ჩვენს დამოკიდებულებას,
წარმოდგენას
ეწინააღმდეგება
ბავშვების, ოჯახის მიმართ
და მათ შორის ქართული
პროტესტის კულტურას
ეწინააღმდეგება. ცდილობენ
არასრულწლოვნები ჩართონ
მათ შორის ძალადობრივ
აქციებში. ვნახეთ, რომ
არასრულწლოვნები ქვას
ესვრიან პოლიციელს და ამას
უქებენ, ტაშს უკრავენ და
ახალისებენ გარშემო მყოფი
ზრდასრული ადამიანები. ეს
კიდევ ერთხელ აჩვენებს
იმას, რომ ამ აქციებში
მონაწილე გარკვეული ჯგუფი
ძალიან შორს არის იმ
ყველაფრისგან, რაც არის
ქართული და ადამიანური.
აქაც მათ შორის უცხოურ
წახალისებას ვხედავთ; მე
მინდა UNICEF-ის განცხადება
გავიხსენო იმ დღეებში,
როდესაც პატარა ბავშვებს
მეგაფონიანი მამაკაცები
კლასში უვარდებოდნენ, რომ
ისინი გამოეყვანათ და
აქციებზე წაეყვანათ. ამ
მეოთხე მეხუთე კლასელ
ბავშვებში უნდათ
გააღვივონ მტრობა,
სიძულვილი სხვადასხვა
ხალხის მიმართ -
ხელისუფლების, მათი
თანაკლასელების მიმართ.
პროტესტი ყველას გაუჩნდა,
რომ ბავშვებზე ამხელა
წნეხი უბრალოდ
დაუშვებელია ადამიანურად.
ნაცვლად იმისა, რომ გაეროს
ორგანიზაციისგან, რომელიც
ბავშვთა უფლებებზე
[მუშაობს] მოგვესმინა რაიმე
განცხადება, ან თუნდაც
წინადადება ბავშვთა
საუკეთესო ინტერესების
შესახებ, ვნახეთ მათი
დადებული ბანერი -
ამონარიდი ბავშვთა
უფლებების დეკლარაციიდან
და მოწოდება ხელისუფლების
მიმართ, რომ ბავშვებს
მივცეთ აქციებზე
პროტესტის გამოხატვის
უფლება. ეს პერიოდი ჩაივლის
და UNICEF-თან აუცილებლად
გვექნება საუბარი ამაზე, თუ
რა იყო ეს თუ არა წაქეზება -
პირდაპირ ვხედავდით, რომ
ბავშვების ჩათრევა
ხდებოდა ამ ძალადობაში -
ქვების სროლაში,
სიძულვილით გაჟღენთილი
ტექსტები გვესმოდა
სხვადასხვა
არასრულწლოვანების
მხრიდან. არ ვიცი ვინ
მუშაობს მანდ, მაგრამ
არანაირი მგრძნობელობა
ბავშვთა უფლებების მიმართ
არ გააჩნიათ. იმ დღეებში
UNICEF-ის მხრიდან რა
მავნებლობაც ვიხილეთ
განცხადების სახით, ერთ
რამეს აჩვენებს, რომ
შეუძლებელია ამ
ადამიანებს ესმოდეთ რას
ნიშნავს ბავშვის
საუკეთესო ინტერესი.
ძალიან მძიმეა, როდესაც
ხედავ, რომ საერთაშორისო
ეგიდით მოქმედი გუნდი,
ალბათ საკუთარი
პოლიტიკური
პრეფერენციებიდან
გამომდინარე ამ დაძაბულ
დღეებს იყენებს და ნაცვლად
მოწოდებისა, რომ ფაქიზად
მოეპყრონ ბავშვთა
ფსიქიკას, აკეთებს
განცხადებას, რომლითაც
აქეზებს ზრდასრულებს, რომ
ბავშვები დააყენონ
აქციებზე და აქეზებს
ბავშვებს რომ ასეთი
აქციების მონაწილეები
იყვნენ“, - განაცხადა
პაპუაშვილმა.