„როცა ამას ვყვები, ყველას ჰგონია, რომ ზღაპარია… წავედი დასაფლავებაზე, გავიხედე და ზუსტად იმ სარკმელში ცხოვრობს“ – რას იხსენებს ლალი მოროშკინა

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 33
„როცა ამას ვყვები, ყველას ჰგონია, რომ ზღაპარია… წავედი დასაფლავებაზე, გავიხედე და ზუსტად იმ სარკმელში ცხოვრობს“ – რას იხსენებს ლალი მოროშკინა

პიარტექნოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი ლალი მოროშკინა გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც მან ზეციური დამთხვევის შესახებ ისაუბრა.

ამბავი მის უმცროს შვილს და მის ახლანდელ რძალს უკავშირდება. 

„ჩემს ცხოვრებაში ბევრი დამთხვევა და ზეციური ამბებია. როცა ამას ვყვები,  ყველას ჰგონია, რომ ზღაპარია, არადა მართლა ხდება. 

2016 წელს მოსკოვში გამოვეცი წიგნი, წავიყვანე უმცროსი შვილი, ძალიან მიპროტესტებდა. ჩემი მოტივაცია იყო, რომ ბოლოს და ბოლოს წინაპრების საფლავებია იქ და ვანახვებ-მეთქი. 

ყოველთვის ძალიან ბევრს კითხულობდა, მაშინ ახალი წაკითხული ჰქონდა ბულგაკოვი. მეუბნება, მოდი იქ მივიდეთ ე.წ. პატრიკებზე და გადავიღოთ ეპოქალური ფოტო. დავსხედით მე, ჩემი შვილი და მეგობარი, გადავიღეთ ფოტო და უცებ გაბრუნდა, თითი სადღაც სარკმელისკენ გაიშვირა, აქ კი ვიცხოვრებდიო. ვინც ეს ადგილი იცის, ეცოდინება, რომ ძალიან ძვირიანი უბანია და ვერაფრით შევძლებდით, ყველაფერი რომც გაგვეყიდა.

გადის ხანი, მირეკავენ ჩემი მეგობრები მოსკოვიდან, მეუბნებიან, რომ ძალიან კარგი პარტნიორები გვყავსო და ყველას ერთად უნდა საქართველოს ნახვაო. რომ ჩამოვიდნენ ჩემს სასტუმროში ძალიან მომეწონა ერთი გოგო, ამ დროს სასტუმროში არ იყო ჩემი უმცროსი შვილი, ვურეკავ, გამოდი, ყველა აქ ვართ-მეთქი. ჩამოვიდა და დარჩა, სიყვარული და ამბავი.

შარშან, ამ გოგოს გარდაეცვალა ბებია. წავედი დასაფლავებაზე, გავიხედე და ზუსტად იმ სარკმელში ცხოვრობს, საითაც ჩემმა შვილმა ხელი გაიშვირა, იქ ცხოვრობდნენ“, – ამბობს ლალი მოროშკინა.

სრულად წაიკითხეთ სტატია