მმართველ გუნდში
აცხადებენ, რომ ზურაბ
ჯაფარიძის ფეისბუქპოსტი
მუქარის ნიშნებს შეიცავს.
საპირისპიროს ამტკიცებენ
ოპოზიციაში."ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობის"
წევრის, გიორგი
ბუტიკაშვილის
განცხადებით, ზურაბ
ჯაფარიძის პოსტში მუქარას
ვერ ხედავს."არ ვხედავ
მუქარას, მუქარას ვხედავ
ერთადერთში, რასაც
გველაპარაკება კობახიძე,
პაპუაშვილი და ა.შ.
ადამიანები, ვინც
ძალადობენ ხალხზე", - გიორგი
ბუტიკაშვილმა."ერთიანობა-
ნაციონალური მოძრაობის"
გენერალური მდივნის
მოადგილის, ირაკლი
ფავლენიშვილის
განცხადებით, ადამიანების
ფეისბუქპოსტებზე
კომენტარის გაკეთება
სწორად არ
მიაჩნია."ადამიანების
პოლიტიკური სტატუსები
იქნება, თუ ა.შ. განხილვა არ
მიმაჩნია სწორად. გვაქვს
პოლიტიკური დღის წესრიგი,
რასაც ვახმოვანებთ-ხოლმე.
თუ არის პოლიტიკური
საკითხები ამაზე, რა თქმა
უნდა, ვაკეთებთ კომენტარს,
მაგრამ, როცა ადამიანს
თავისი ემოციები და
დამოკიდებულება აქვს,
ამაზე კომენტარის
გაკეთება არ მგონია სწორი
იყოს", - განაცხადა ირაკლი
ფავლენიშვილმა.ცნობისთვის,
ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ
ქსელში დაწერა, რომ ვერავინ
დაიმალება და არავის
სიჩუმე დაავიწყდება.