რომის პაპი ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს - მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებით ეკლესიას, მჭიდროდ უწყობთ ხელს ადამიანთა შორის ერთობის განმტკიცებას უფალში

Primetime.ge 1 საათი წინ 2
რომის პაპი ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს - მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებით ეკლესიას, მჭიდროდ უწყობთ ხელს ადამიანთა შორის ერთობის განმტკიცებას უფალში
რომის პაპი ლეო XIV საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს.როგორც რომის პაპის მისალოც წერილშია ნათქვამი, „მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებით ეკლესიას, რომელიც მოგენდოთ ზრუნვად, და მჭიდროდ უწყობთ ხელს ადამიანთა შორის ერთობის განმტკიცებას უფალში“.რომის პაპის მისალოც წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს.თქვენი ზეციერი მფარველის ლიტურგიული დღესასწაული, დიდი წინასწარმეტყველის, ელიას ხსენების დღე მაძლევს სიხარულით აღსავსე შესაძლებლობას, რომ გამოვხატო ჩემი სულიერი სიახლოვე თქვენი უწმინდესობისადმი და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, როდესაც აღნიშნავთ თქვენი სახელობის დღეს.ვლოცულობ, რათა ზეციერმა მამამ უხვად მოგმადლოთ კურთხევანი, როგორც თქვენს მსახურებას, ისე პირადად თქვენ, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებით ეკლესიას, რომელიც მოგენდოთ ზრუნვად, და მჭიდროდ უწყობთ ხელს ადამიანთა შორის ერთობის განმტკიცებას უფალში, რომელიც „ჩვენი მშვიდობაა“ (ეფეს. 2:14). ნება გქონდეთ, თქვენი მსახურება კვლავ იყოს ხილული ნიშანი იმ სიყვარულით სავსე ზიარებისა, რომელიც „ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ელის, ყველაფერს ითმენს“ (I კორ. 13:7) მამა ღმერთის სადიდებლად.ძვირფასო ძმაო, გულითადი მოლოცვის განახლებით გიგზავნით ძმურ მშვიდობისმოყვარე ჩახუტებას და გულითადად გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში. რომის პაპი ლეონ XIV“, – ნათქვამია მისალოც წერილში.
სრულად წაიკითხეთ სტატია