ჰერპეტოლოგ შოთა
ზანდუკელის თქმით, გველებს
კორპუსის ნებისმიერ
სართულზე შეუძლიათ აღწევა,
ამის რამდენიმე მაგალითიც
მოიყვანა.„თბილისის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე და
სხვადასხვა ქალაქში
ხშირია. ეს ერთ ლოკაციაზე
არ არის, გაშლილია. ეს
ქალაქი ბუნებრივ არეალს
შეხამებულია...ჩემი
ხანგრძლივი საქმიანობიდან
გამომდინარე, გველები
კორპუსის ყველა სართულზე
შემხვედრია. პირველ და
მეორე სართულზე, შეიძლება,
კიბიდან, ფანჯრიდან, ან
ფასადზე აყვანილი
მცენარიდან შევიდეს.მერვე
სართულზე რომელიც
აღმოვაჩინეთ, ასეთი
ისტორია აქვს: სათევზაოდ
იყო კაცი წასული და
ჩანთაში, რომელიც თან
ჰქონდა, გველი ჩაძვრა და
შემდეგ იქიდან ბინაში
ამოვიდა... სამშენებლო
მასალასაც აჰყვება ხოლმე
და ა.შ.“ - ამბობს „დღის
პოსტში“ ჰერპეტოლოგი.