სტატისტიკის ეროვნული
სამსახურმა საქართველოში
სხვადასხვა საქმიანობის
მიხედვით ნამუშევარი
საათების ინდექსი
გამოაქვეყნა. მონაცემები 2024
წლის მე-4 კვარტალს
მოიცავს.„საქსტატის“
ცნობით, გასული წლის მეოთხე
კვარტალში ყველაზე მეტად
ნამუშევარი საათები
გაზრდილია სამთო
მოპოვებითი მრეწველობისა
და კარიერების
დამუშავების დარგში.უფრო
კონკრეტულად, 2024 წლის მე-4
კვარტალში, სამუშაოს
ხანგრძლივობის წლიური
ზრდა სხვადასხვა დარგების
მიხედვით
ასეთია:სამთომოპოვებითი
მრეწველობა და კარიერების
დამუშავება - 100.1%-ით
გაიზარდა სამუშაოს
ხანგრძლივობა;ინფორმაცია
და კომუნიკაცია - 73.7%-ით
გაიზარდა სამუშაოს
ხანგრძლივობა;ავტომობილებით
და მოტოციკლებით საბითუმო
და საცალო ვაჭრობა და მათი
რემონტი - 50.4%-ით გაიზარდა
სამუშაოს
ხანგრძლივობა;საბითუმო
ვაჭრობა, ავტომობილებით და
მოტოციკლებით ვაჭრობის
გარდა - 41%-ით გაიზარდა
სამუშაოს ხანგრძლივობა;MIG
ხანგრძლივი მოხმარების
საქონელი, რომელიც
აერთიანებს ისეთ
საქმიანობებს, როგორიცაა:
სამომხმარებლო
ელექტრონიკის წარმოება,
ოპტიკური ინსტრუმენტების
და ფოტოგრაფიული
მოწყობილობების წარმოება,
საყოფაცხოვრებო
ხელსაწყოების წარმოება,
სატრანსპორტო
მოწყობილობების წარმოება,
ავეჯის წარმოება,
ძვირფასეულობის,
ბიჟუტერიის და მათთან
დაკავშირებული
ნაკეთობების წარმოება,
მუსიკალური
ინსტრუმენტების წარმოება -
40.8%-ით გაიზარდა სამუშაოს
ხანგრძლივობა;განთავსების
საშუალებებით
უზრუნველყოფის და
საკვების მიწოდების
საქმიანობები - 39.8%-ით
გაიზარდა სამუშაოს
ხანგრძლივობა;საბითუმო და
საცალო ვაჭრობა;
ავტომობილების და
მოტოციკლების რემონტი -
38.4%-ით გაიზარდა სამუშაოს
ხანგრძლივობა;საცალო
ვაჭრობა, ავტომობილებით და
მოტოციკლებით ვაჭრობის
გარდა - 35.1%-ით გაიზარდა
სამუშაოს
ხანგრძლივობა;უძრავ
ქონებასთან დაკავშირებული
საქმიანობები - 32.8%-ით
გაიზარდა სამუშაოს
ხანგრძლივობა.