“რომამ” შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს

News.ge 1 თვე წინ 20
“რომამ” შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში “რომა” გასვლაზე “ვერონასთან” 2:3 დამარცხდა და Il Messagero-ს ინფორმაციით, გუნდის მწვრთნელი ივან იურიჩი შესაძლოა, გადააყენონ.
“მგლებმა” მიმდინარე სეზონში ერთი დამრიგებელი დანიელე დე როსი უკვე დაითხოვეს და ახლა მსგავსი საშიშროების წინაშე ხორვატი მენეჯერიცაა.
მისი შეცვლის მთავარ კანდიდატად პორტუგალიელი პაულო სოუზა განიხილება, რომელიც ამჟამად ს “ალ აჰლის” მოძღვრავს.
პრესაში ასევე გაიჟღერა კლაუდიო რანიერის, რობერტო მანჩინისა და ფრენკ ლამპარდის გვარებმაც. დანიელე დე როსის დაბრუნების საკითხი კი საერთოდ არ განიხილება.
იურიჩი “რომას” მწვრთნელად მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა. გუნდმა
10 მატჩიდან 4 წააგო.

სრულად წაიკითხეთ სტატია