რუსთავის დასუფთავების
სამსახურის თანამშრომელი
„მთავარ არხს“ სიცრუეში
ადანაშაულებს.მისი თქმით,
არხის წარმომადგენელმა ის
მოტყუებით ჩაწერა შემდეგ
კი კომენტარი
კონტექსტიდან ამოგლეჯილი
„მთავარის“ ეთერში
გავიდა.„ჩვენ მხოლოდ და
მხოლოდ ვთხოვთ ჩვენს
მუშებს, როცა ხელშეკრულება
ახლდება, რომ თვითონ
მიიტანონ სამმართველოში,
რომ ვადა არ ჰქონდეთ
გასული, რომ ხელფასი
დაერიცხოთ. ხელში ტელეფონი
მეჭირა, სურათს გადავუღებ
მეთქი ვფიქრობდი და გაიქცა
ამ დროს. შევეკითხე - ვინ
ხარ, სახელი და გვარი
მითხარი მეთქი და მალაშხია
ვარ ირაკლიო. რომ გავიდა
სიუჟეტი და ვნახე ჩემი
სიტყვები, როგორ იყო
დაჩეხილი, მთელი ღამე
ნერვიულობისგან წნევამ
ამიწია, შაქარმა ამიწია“, -
რუსთავის დასუფთავების
სამსახურის
თანამშრომელმა.აღნიშნულ
თემაზე დღეს რუსთავის
მერმა, ნინო ლაცაბიძემაც
ისაუბრა. მან
უწყებათაშორის კომისიას
და საერთაშორისო
სადამკვირვებლო მისიებს
მიმართა, რომ „მთავარი
არხისგან“ გამოითხოვონ
უწყვეტი კადრი და პარტიული
ტელევიზიებისგან
ამომრჩეველზე ზეწოლის
ფაქტები აისახოს
შესაბამის დასკვნებში.