ღალატი რომანტიკული ან
სექსუალური პარტნიორის
მიმართ ორგულობას ნიშნავს.
როგორც წესი, ეს სხვა
ადამიანთან რომანტიკულ ან
სქესობრივ ურთიერთობას
მოიცავს, რომელიც ძირითად
პარტნიორთან (ცოლი/ქმარი ან
შეყვარებული)
შეთანხმებული არ ყოფილა.ამ
ქმედებამ შეიძლება ნდობა
და ემოციური კავშირი
მნიშვნელოვნად დააზიანოს,
ხშირად კი ურთიერთობის
დასრულებაც გამოიწვიოს.
ღალატის ობიექტს შეიძლება
შფოთვა, დეპრესია და
თვითშეფასების პრობლემები
დაეწყოს, რაც პოტენციურად
მომავალ ურთიერთობებზეც
აისახება. ჩნდება
განქორწინებასა და
მეურვეობასთან
დაკავშირებული
პრობლემები. ზარალდებიან
შვილებიც.2024 წლის ნაშრომში
მეცნიერებმა არსებული
კვლევები გააანალიზეს,
რათა ღალატის
მომასწავებელი ფაქტორები,
ე. წ. პრედიქტორები,
გამოევლინათ -
მახასიათებლები, რომელთა
გავლენითაც ინდივიდები
მეტად ან ნაკლებად არიან
მიდრეკილნი ამ ქცევისკენ.
კვლევა ჩარლინ ფ. ბელუმ და
ლუსია ფ. ო'სალივანმა
ჩაატარეს. აღნიშნავენ, რომ
ღალატის სიხშირისა და
მძიმე შედეგების გამო ამ
ქცევის პროგნოზირებისთვის
არაერთი კვლევაა
ჩატარებული.ავტორებმა
პრედიქტორების სამი
კატეგორია გამოჰყვეს:
ინდივიდუალური თვისებები,
ურთიერთობის
მახასიათებლები და
კონტექსტური ფაქტორები.
ინდივიდუალურ ფაქტორებში
პიროვნული თვისებები
მოიაზრება, თუნდაც "დიდი
ხუთეულის" ანდა ბნელი
ტრიადის პიროვნული
ნიშნები. ურთიერთობასთან
დაკავშირებული ფაქტორი
შეიძლება იყოს თავად
ურთიერთობაში არსებული
დინამიკა, ხოლო
კონტექსტური ფაქტორები კი
ღალატის შესაძლებლობებს
გულისხმობს.ცნობისთვის:
პიროვნების ხუთფაქტორიანი
მოდელი (დიდი ხუთეული, Big Five)
პიროვნების შეფასების
ფსიქოლოგიური თეორიაა,
რომელიც ხუთ ძირითად
თვისებას ემყარება. ესენია:
გამოცდილებისადმი ღიაობა,
სინდისიერება,
ექსტრავერსია,
თანხმობისადმი მზაობა და
ნეიროტიციზმი. ბნელი
ტრიადა სამ სოციალურად
არასასურველ პიროვნულ
თვისებას აერთიანებს —
ნარცისიზმს,
მაკიაველიზმსა და
ფსიქოპათიას. ეს მოდელები
პიროვნების შესაფასებლად
ხშირად გამოიყენება
სამეცნიერო
კვლევებში.ღალატის
მომასწავებელი პიროვნული
თვისებებინაშრომის
მიხედვით, სინდისიერების
დაბალი მაჩვენებლისმქონე
ადამიანები პარტნიორებს
უფრო ხშირად ღალატობენ. ეს
ტენდენცია კიდევ უფრო
ძლიერდება, თუ
სინდისიერების
მაჩვენებელი პარტნიორსაც
დაბალი აქვს. ასეთ
ინდივიდებში ხშირია
ორგანიზებულობისა და
მიზანმიმართულობის
ნაკლებობა, ასევე
დაუდევრობა. ამ თვისებების
გავლენით პარტნიორი
შეიძლება არასაიმედო და
ნაკლებად მტკიცე
იყოს.ამასთანავე,
ღალატისადმი მეტად
მიდრეკილნი აღმოჩნდნენ
ინდივიდები, რომელთაც
თანხმობისადმი მზაობის
დაბალი და ექსტრავერსიის
მაღალი მაჩვენებლები აქვთ;
ასევე — ქალები
ნეიროტიციზმის მაღალი
მაჩვენებლებით და ზოგადად
ის ინდივიდები, რომლებშიც
ბნელი ტრიადის პიროვნული
ნიშნები მეტად
გამოკვეთილია.ურთიერთობასთან
დაკავშირებული ფაქტორები,
როგორც ღალატის
პრედიქტორებინაშრომის
მიხედვით, ღალატისადმი
მეტად არიან მიდრეკილი
ქალები, რომელთაც
მიჯაჭვულობასთან
დაკავშირებული შფოთვა
აქვთ. მეორე მხრივ, ეს
ნაკლებად ხშირია
ინდივიდებში, რომელთაც
ამრიდებლური მიჯაჭვულობა
ახასიათებთ. ამასთანავე,
ღალატის ალბათობა მით უფრო
იზრდება, რაც მეტია
ვალდებულებების გარეშე
სექსის მზაობა. ისტორიულად,
კაცები ღალატში უფრო
ხშირად გამოტყდებიან
ხოლმე, თუმცა ეს გენდერული
სხვაობა, როგორც ჩანს,
მცირდება.როგორც აღმოჩნდა,
უკეთესი ხარისხის
ურთიერთობებში
პარტნიორებს ნაკლებად
ღალატობენ; ასევეა მაშინაც,
როცა მეტია მათდამი
პასუხისმგებლობის
გრძნობა. მეორე მხრივ,
ორგულობის შანსები მეტია
ურთიერთობით უკმაყოფილო
ან სექსუალურად
დაუკმაყოფილებელ
ინდივიდებში.ურთიერთობით
უკმაყოფილება ღალატისკენ
ქალებს უფრო ხშირად
უბიძგებს, ხოლო სექსუალური
დაუკმაყოფილებლობა კი —
კაცებს. მეორე მხრივ,
ღალატის რისკი სრულად არ
ქრება იმ წყვილებშიც კი,
რომლებიც თავიანთ
ურთიერთობას ხარისხიანად
მიიჩნევენ.ღალატის
მომასწავებელი
კონტექსტური
ფაქტორებინაშრომის
თანახმად, ღალატისთვის
საჭიროა, რომ ამის
შესაძლებლობა არსებობდეს.
მიმზიდველი ალტერნატიული
პარტნიორის არსებობა
გადამწყვეტი კონტექსტური
ფაქტორია.მონოგამიურ
ურთიერთობაში მყოფ
ზრდასრულებს ხშირად
ახასიათებთ გატაცება
("დაქრაშვა") სხვა ადამიანით,
რომელიც მათი პარტნიორი არ
არის. უმეტესად ეს ღალატით
არ სრულდება. ამისათვის
საჭიროა, რომ ინდივიდმა
მიზიდულობა რაიმე ფორმით
გამოხატოს, მეორე
ადამიანმა კი ეს
მიზიდულობა გაიზიაროს.
მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება
ღალატის შესაძლებლობა.ეს
რისკი განსაკუთრებით
მაღალია მაშინ, როცა
ინდივიდის სამუშაო გარემო
მრავალი პოტენციური
პარტნიორითაა სავსე. როცა
ადამიანი ასეთ ადგილებში
დიდ დროს ატარებს, ღალატის
შესაძლებლობაც ბევრია.
რისკი ბევრად მცირეა მაშინ,
როცა სამუშაო გარემოში
პოტენციურ პარტნიორებთან
შეხვედრის ან
კომუნიკაციის ცოტა
შესაძლებლობაა. ნაშრომის
ავტორების აზრით, ღალატის
პროგნოზირება პრაქტიკაში
ძალიან ღირებულია, რადგან
ამ ქმედებას ინდივიდებსა
და ურთიერთობებზე ხშირად
მძიმე ზეგავლენა აქვს. ეს
მნიშვნელოვანია იმ
სპეციალისტებსაც,
რომლებიც პარტნიორულ
კრიზისში მყოფ ადამიანებს
ეხმარებიან."მიუხედავად
იმისა, რომ ხშირად
ინდივიდუალურ
მახასიათებლებს იკვლევენ,
ურთიერთობასთან
დაკავშირებული ფაქტორები
ღალატს უფრო მტკიცედ
მოასწავებს. საჭიროა
კვლევა, რომელიც ღალატის
წინმსწრები ქცევების
თანმიმდევრობას
გააანალიზებს და
მნიშვნელოვან
კონტექსტებსა თუ
ინტერაქციებს გამოავლენს
მიმზიდველ
ალტერნატივასთან", —
ასკვნიან ნაშრომის
ავტორები.კვლევა, როგორც
ზოგადი მიმოხილვა, ღალატის
რისკფაქტორებზე
საინტერესო ინფორმაციას
გვაძლევს. მეორე მხრივ,
უნდა გავითვალისწინოთ, რომ
თითოეული ეს ფაქტორი
მხოლოდ სტატისტიკურ
კავშირებს ემყარება.
დასკვნები ყველაზე ვერ
განზოგადდება — შესაძლოა,
ადამიანს ღალატთან
დაკავშირებული არაერთი
მახასიათებელი ჰქონდეს,
მაგრამ პარტნიორის მიმართ
ერთგული იყოს; შეიძლება
იყოს პირიქითაც.