გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 17
აპრილამდე საქართველოში
შენარჩუნებული იქნება
გრილი და ნალექიანი ამინდი,
ხოლო 17 აპრილს ქვეყნის
ტერიტორიის უმეტეს
ნაწილზე გამოიდარებს და
დათბება.თბილისში 16 აპრილს
იწვიმებს, იქროლებს
ჩრდილო-დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +12, +14 გრადუსი
დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20
გრადუსამდე
დათბება.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17
აპრილს გამოიდარებს და +17,+19
გრადუსამდე
დათბება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) 16-17 აპრილს
გამოიდარებს და +18, +20
გრადუსამდე
დათბება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): 16 აპრილს ზოგან
ხანმოკლე წვიმაა
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +8, +13
გრადუსი დაფიქსირდება,
ხოლო 17 აპრილს +15, +20
გრადუსამდე
მოიმატებს.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): 16 აპრილს ზოგან
მოთოვს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +3, +8
გრადუსი დაფიქსირდება. 17
აპრილს გამოიდარებს და
ტემპერატურა +12, +17
გრადუსამდე
მოიმატებს.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): 16 აპრილს
შენარჩუნებული იქნება
გრილი და წვიმიანი ამინდი
იქნება. ზოგან იქროლებს
დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +10, +15
გრადუსი დაფიქსირდება,
ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს
და +15,+20 გრადუსამდე
დათბება.კახეთში (საგარეჯო,
თელავი, გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): 16 აპრილს
შენარჩუნებული იქნება
გრილი და წვიმიანი ამინდი.
ზოგან იქროლებს
დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +10, +15
გრადუსი დაფიქსირდება,
ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს
და +15,+20 გრადუსამდე
დათბება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): 16 აპრილს
შენარჩუნებული იქნება
გრილი და წვიმიანი ამინდი
იქნება. 16 აპრილს ზოგან
იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +8, +13 გრადუსი
დაფიქსირდება, ხოლო 17
აპრილს გამოიდარებს და +14,+19
გრადუსამდე
დათბება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): 16 აპრილს ზოგან
მოთოვს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +2, +7
გრადუსი დაფიქსირდება,
ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს
და +8, +13 გრადუსამდე დათბება.