საქართველოში, ბოლო
რამდენიმე დღეა
საქართველოში ამინდი
გაუარესდა და კიდევ
რამდენიმე დღე არამდგრადი
ამინდი შენარჩუნდება.
მოსალოდნელია ღრუბლიანი
ამინდი, წვიმა, ქარის
გაძლიერება.კვირის
განმავლობაში მაღალმთიან
რაიონებში თოვლიც არის
მოსალოდნელი.როგორი
ამინდი იქნება
საქართველოში თვის
განმავლობაში, - ამის
შესახებ სინოპტიკოსი,
ხათუნა ქოქოსაძე
"პრაიმტაიმთან"
საუბრობს."ზოგადად, მარტის
თვის მთლიანი პროგნოზი,
ნორმასთან შედარებით 2
გრადუსით მაღალია და
ნალექები, ნორმაზე
ნაკლებია. მარტი, ასეა თუ
ისე მაინც
ცვალებადია.მარტს როგორც
ახასიათებს, ცვალებადი
ამინდები იქნება
რამდენიმე დღე. 26 მარტიდან,
კვლავ ველით
გამოდარებას.თვის
ბოლოსკენ, ტემპერატურა +27
გრადუსს მიაღწევს.
დედაქალაქში, უნალექო და
მზიანი ამინდებია
მოსალოდნელი. მარტის ბოლოს
გაზაფხული ძალაში შედის,
ამიტომ თვის ბოლოსკენ,
კიდევ უფრო საგრძნობი
იქნება გაზაფხულის
შემოსვლა",- ამბობს ხათუნა
ქოქოსაძე.