ლენტეხის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბაბილთან, სადაც
მეწყერი ჩამოწვა, გზის
გახსნა რამდენიმე საათში
იქნება შესაძლებელი, – ამის
შესახებ ლენტეხის
მუნიციპალიტეტის მერმა,
გია ონიანმა
განაცხადა.მისივე თქმით, ამ
დროისთვის ადგილზე
მობილიზებულია ოთხი
ერთეული მძიმე ტექნიკა და
მიმდინარეობს გზის
გაწმენდითი
სამუშაოები.მეწყრის
ჩამოწოლის შედეგად არავინ
დაშავებულა. დაახლოებით 07:00
საათისთვის გზის გარკვეულ
მონაკვეთზე ორი მგზავრი
ავტომობილით
გადაადგილდებოდა და მათ
მოახერხეს, შემთხვევის
ადგილს
გარიდებოდნენ.საქართველოს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტმა
იფნორმაცია, რომ მეწყერი
ქუთაისი (წყალტუბოს
გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის
საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე
(სოფ.ბაბილი) ჩამოწვა.