ქსელიდან გათიშული
აბონენტებისთვის
ბუნებრივი გაზის მიწოდება
განახლდება ხვალ, დილის 8
საათიდან და სრულად
აღდგება ვაკეში 15:00, ხოლო
საბურთალოზე 22:00 საათამდე, -
ამის შესახებ „თბილისი
ენერჯის“ განცხადებაშია
აღნიშნული. „ამ დროისთვის
სრულად ჩართულია დიდუბე -
დიღომი. ვაკის რაიონის
უდიდესი ნაწილი.საბურთალო -
ნუცუბიძეზე 57096 აბონენტს
აღუდგა ბუნებრივი გაზის
მიწოდება. უსაფრთხოების
ნორმებიდან გამომდინარე
გვიან ღამე ბუნებრივი
გაზის ჩართვა ქსელში არ
შეიძლება. თბილისი ენერჯი
გიხდით ბოდიშს შექმნილი
უდიდესი დისკომფორტის
გამო.გთხოვთ, არ დატოვოთ
გაზის დანადგარები და
გაზის ცენტრალური
ონკანები ღია
მდგომარეობაში. ეს
დაგვეხმარება
გაზმომარაგების დროულად
აღდგენაში“, - ნათქვამია
განცხადებაში.