როდის აუშნოებს ოთახის მცენარე ინტერიერს - ამის მაგალითს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით

Primetime.ge 3 დღის წინ 14
როდის აუშნოებს ოთახის მცენარე ინტერიერს - ამის მაგალითს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით
ოთახი მცენარეები ახალისებს გარემოს და ახარებს თვალს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქაოტურად არ არის განთავსებული და ლამაზ ქოთნებში, სწორად განლაგებული იწონებს თავს. მაინც, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ოთახის მცენარეები ქაოტურად რომ არ გამოიყურებოდეს და რომ არ გვაღიზიანებდეს.პირველ რიგში კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მცენარეებს სჭირდებათ სათანადო მოვლა. მათ უნდათ სწორად მორწყვა, ფოთლების წმენდა, დროული გადარგვა და ა.შ. ერთი სიტყვით, სჭირდება ყურადღება და დროც, თანამედროვე დიასახლისებს კი, როგორც წესი, არც ერთი აქვთ და არც მეორე. შედეგად მცენარე ჭკნება, უფერულდება და  საბოლოოდ კვდება.ოთახის მცენარე განიხილება არა მარტო როგორც ცალკეული მცენარე, არამედ ქოთანიც, ეს ატრიბუტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჭრელი, ფერადი ქოთანი არც ისე ესთეტიურად და ლამაზად გამოიყურება. ამიტომ ოთახის მცენარეები უნდა აღვიქვათ, როგორც ქოთნის ყვავილები და არა პირიქით. ლამაზი ქოთნის გარეშე ყველაზე ლამაზი მცენარეც კი კარგავს თავის ხიბლს. დახვეწილი ქოთანი კი უშნო მცენარესაც კი სულ სხვაგვარად წარმოაჩენს. ვრცლად
სრულად წაიკითხეთ სტატია