ამინდის გრძელვადიანი
პროგნოზების განყოფილების
უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე,
„პრაიმტაიმთან“ იანვრის
თვის პროგნოზზე
საუბრობს.„ამ დღეებში, 17-18-19
იანვარს, დასავლეთ
საქართველოს უმეტეს
რაიონში, მოსალოდნელია
წვიმა, თოვლი და ნალექი,
ზოგან შესაძლებელია,
ძლიერი. ასევე გაძლიერდება
დასავლეთის მიმართულების
ქარი. 20-ში, უმეტეს რაიონში
მოსალოდნელია ნალექი,
აღმოსავლეთ საქართველოს
ზოგიერთ რაიონში,
შენარჩუნდება ნალექიანი
ამინდი. 21, 22 და 23 იანვარს
გამოიდარებს და უნალექო
ამინდი იქნება დასავლეთ
საქართველოში, ხოლო
აღმოსავლეთში მცირე
ნალექი.24-25 იანვარს, მთასა და
მაღალ მთაში
მოთოვს.ზოგადად მთლიანად
იანვარში, შავი ზღვის
სანაპირო რაიონებისთვის
და კოლხეთის დაბლობისთვის,
6-7 გრადუსი არის საშუალო
ტემპერატურა, რაც ერთი
გრადუსით მაღალია, საშუალო
მრავალწლიურ
მნიშვნელობასთან და
მასთან ახლოს არის.ცალკეულ
დღეებში, სანაპიროზე
ტემპერატურა დაიკლებს, 2
გრადუსამდე. დასავლეთ
საქართველოს მთიან და
მაღალმთიან რაიონებს რაც
შეეხება, მთაში, 1, 3 გრადუსია
საშუალო ტემპერატურა,
მაღალმთაში -1, 0.ცალკეულ
დღეებში, მთაში ღამით
ტემპერატურა დაიკლებს და -13
გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში, +1 +3
გრადუსი დაფიქსირდება.
დედაქალაქში, -6 -7
გრადუსამდე დაიკლებს
ღამის ტემპერატურა. დღისით
ცალკეულ დღეებში
შესაძლებელია
ტემპერატურის მომატება 16
გრადუსამდე.სათხილამურო
კურორტებს რაც შეეხება - 18. 19 .
20 -ში დასავლეთ
საქართველოში მესტია,
გოდერძი - აქ ძლიერი თოვლია
მოსალოდნელი. ბაკურიანშიც
და გუდაურშიც, ამ დღეებში
მოსალოდნელია თოვლი.31
იანვრის ჩათვლით,
საქართველოში უმეტესად
ნალექიანი ამინდებია
მოსალოდნელი, ზოგჯერ
გამოდარებით“,- ამბობს
ხათუნა ქოქოსაძე
„პრაიმტაიმთან“.