საქართველოში
დემოკრატიული ხარისხი
არის იქამდე, რომ თბილისის
მერიის თანამშრომელი
გახდა ერთ-ერთი მთავარი
ოპოზიციური პარტიის,
„ნაციონალური მოძრობის“
განშტოების, სიის პირველი
ნომერი - ასეთი რეპრესიული
მექანიზმი აქვს „ქართულ
ოცნებას“. აქ დავსვით
წერტილი!, - განაცხადა
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ და
პარტიის აღმასრულებელმა,
მდივანმა მამუკა
მდინარაძემ საჯარო
სამსახურის შესახებ
საქართველოს კანონში
დაგეგმილ ცვლილებაზე
საუბრისას.მისივე თქმით,
ნებისმიერი
გადაწყვეტილება, რომელიც
იქნება მიღებული, მათ
შორის, საჯარო სექტორში
დასაქმებულთა
კანონმდებლობასთან
დაკავშირებით, ეს მოხდება
ყველა დემოკრატიული
პრინციპების დაცვით და არ
შეეწინააღმდეგება არც ერთ
ევროდირექტივას.
მდინარაძემ განმარტა, რომ
აღნიშნული წარმოადგენს
რეორგანიზაციის წესის
ცვლილებას და სხვა
საკითხებს არ ეხება, როგორც
ამას სალომე ზურაბიშვილი
აცხადებდა.„დიახ, აქ არის
გამოწვევები და ჩვენ ამ
გამოწვევებზე
სახელმწიფოებრივი კუთხით
სწორად ვიმოქმედებთ. ერთი
რამ უნდა გაიგოს ყველა
საჯარო მოხელემ. ჩემი
გულწრფელი მადლობა
შეეხება 99%-ზე მეტ საჯარო
მოხელეს, შესაძლოა, მეტსაც,
ვინც სახელმწიფოებრივად
სწორად ფიქრობს და
აზროვნებს. ამ 99%-ში
შეუძლებელია ყველა
„ქართული ოცნების“ მომხრე
იყოს - მათაც მადლობას
გადავუხდი, ვინც
განსხვავებულ აზრს
აფიქსირებს, თავისი
პოზიცია აქვს. სავარაუდოდ,
ხომ წარმოუდგენელია,
საჯარო სექტორიდან 99-100%-ს
ჩვენთვის მოეცა ხმა?!
ოპოზიციური მედიაც ამბობს,
რომ საჯარო სექტორშიც
ბევრი ადამიანია, რომელიც
ჩვენ არ გვეთანხმება.
გასაგებია, დემოკრატიულია,
მისაღებია, განსხვავებული
აზრიც ვიცით - ვიცნობ ასეთ
ადამიანებს, რომლებიც
საჯარო სექტორში არიან
დასაქმებული, სახელმწიფო
პოლიტიკას მიჰყვებიან და
განსხვავებულ აზრს
აფიქსირებენ. აქ პრობლემას
ვერ ვხედავ.ჩემი აზრით,
აბსოლუტურად
განსხვავებული უნდა იყოს
მიდგომა მათ მიმართ, ვინც
სახელმწიფოს წინააღმდეგ
საბოტაჟს ახორციელებს.
როდესაც შენ ხარ საჯარო
მოხელე და გგონია და
ფიქრობ, რომ შენი ქვეყანა
მიდის რუსეთისკენ, მაინც
იღებ ხელფასს, მაინც
მუშაობ, რას მუშაობ, კაცმა
არ იცის და სხვას ეძახი
მონას! ძალიან დიდი ბოდიში
იმ 0,1 თუ 0,2%-თან, მაგრამ მათ
უნდა იცოდნენ, რომ თუ ასე
ფიქრობს, თუ მათი ქმედება
მიმართულია იქითკენ, რომ
ხელი შეუწყოს
სახელმწიფოში ქაოსს,
გადატრიალებას, არეულობას -
თუ საჯარო მოხელის
მოქმედება ამისკენ არის
მიმართული, თან ფიქრობს,
რომ ჩელიაბინსკში
ცხოვრობს, ჩელიაბინსკში
გაიღვიძა, მისი
ხელმძღვანელები პუტინის
დავალებებს ასრულებენ და
მაინც მუშაობს, ეს არის
მონობა!“, - განაცხადა
მდინარაძემ.