როდესაც შენ გინდა დაამტკიცო, რომ არის გაყალბება და ამ დროს მტკიცებულებები არ გაქვს, ბუნებრივად კიდევ უფრო ართულებ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ხარ - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 1 თვე წინ 50
როდესაც შენ გინდა დაამტკიცო, რომ არის გაყალბება და ამ დროს მტკიცებულებები არ გაქვს, ბუნებრივად კიდევ უფრო ართულებ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ხარ - გურამ მაჭარაშვილი
როდესაც შენ გინდა დაამტკიცო, რომ არის გაყალბება და ამ დროს მტკიცებულებები არ გაქვს, ბუნებრივად კიდევ უფრო ართულებ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ხარ, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ცესკოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.მან „ენჯეოებსა“ და ოპოზიციას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნები შეახსენა და აღნიშნა, რომ უდიდესი ზეწოლა იყო, მათ შორის ამერიკის საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ირჩევდა სიმართლეს, ტრადიციებსა და მხარს უჭერდა ტრამპს.„ამერიკის საზოგადოებამ გადაწყვიტა ის, რომ სიმართლის მხარეს დამდგარიყო. მოუწია მეორე მხარეს, რომ რამდენიმე საათში ეღიარებინა მარცხი. აი ასე უნდა ასწავლონ უცხოელმა პატრონებმა თავის აგენტურას საქართველოში მარცხის აღიარება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და ძლიერი საქართველოს საჩივრები არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე მიუთითებდა და არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია