ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე
გიორგი კალანდარიშვილმა,
"დღის კურიერის" ეთერში
საუბრისას, განაცხადა, რომ
როდესაც სრული კომისია
აწერს შემაჯამებელ
ოქმებზე ხელს და მხოლოდ 9
შემთხვევაში არის
განსხვავებული აზრი, ეს
გამორიცხავს რაიმე
სისტემურ დარღვევას,
რომელსაც გავლენის
მოხდენა შეეძლო
პროცესზე:"ჩვენ თუ
დავბრუნდებით კენჭისყრის
დღეს, ვნახავთ, რომ ამ დღეს
და მეორე დღეს, მხოლოდ 7
საჩივარი იყო, რომელიც
ბიულეტენზე უკანა მხარეს
გამოჟონვასთან
დაკავშირებით იყო
დაწერილი. ასევე, თუ
შევხედავთ ეუთო/ოდირის,
IRI-ის, INDI-ის, IPD-ის და სხვა
ინსტიტუტების მიერ
დასკვნებს, არცერთთან
დადასტურებულად არ არის
საუბარი ხმის ფარულობის
დარღვევის შემთხვევებზე.
მაშინ, როდესაც სრული
კომისია აწერს
შემაჯამებელ ოქმებზე ხელს
და მხოლოდ 9 შემთხვევაში
არის განსხვავებული აზრი,
იმთავითვე გამორიცხავს
იმას, რომ რაიმე სისტემურ
დარღვევას, რომელსაც
გავლენის მოხდენა შეეძლო
პროცესზე, ადგილი არ
ჰქონია,"- აცხადებს გიორგი
კალანდარიშვილი.