"როდესაც საუბარია საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზე, შეიძლება "პატივიც" კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები" - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 2 დღის წინ 1
"როდესაც საუბარია საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზე, შეიძლება "პატივიც" კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები" - გურამ მაჭარაშვილი
"როდესაც საუბარი საქართველოს მშვიდობაზე და სუვერენიტეტზეა, შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით, "პატივიც" კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები როდესაც მოდის", - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი დაწესებულ სანქციებს.გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიციამ სრულიად პროპორციული ძალა გამოიყენა აქციის "რადიკალი მონაწილეების" წინააღმდეგ."სააკაშვილს, რომელმაც პირდაპირ დახოცა ადამიანები მშვიდობიანი აქციის დროს, ევროპიდან ჯილდო გადასცეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით; ხოლო მაშინ, როდესაც პოლიციელებს პირდაპირ კლავდნენ პიროტექნიკით აქციის რადიკალი მონაწილეები, პოლიციელები ითმენდნენ და აბსოლუტურად პროპორციული ძალით ცდილობდნენ, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში მოექციათ აქცია, მათზე სანქცია დაუშვეს.როდესაც საუბარი საქართველოს მშვიდობაზე და სუვერენიტეტზეა, შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით, "პატივიც" კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები როდესაც მოდის.ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისთვის, შენი ხალხის ინტერესებისთვის რომ იბრძვი, ასეთი ტიპის უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები, ჩემთვის ნამდვილად პატივი იქნებოდა, რადგან ახლა ისტორია იწერება. ეს ისტორია გაგრძელდება, თუმცა ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ დავინახავთ, რომ მსოფლიო პოლიტიკა აბსოლუტურად შეიცვლება," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია