"როდესაც საუბარია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთობლივად უნდა იზეიმონ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება, ეს შეიძლება შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის ნიშნებს" - რატი ბრეგაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 31
"როდესაც საუბარია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთობლივად უნდა იზეიმონ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება, ეს შეიძლება შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის ნიშნებს" - რატი ბრეგაძე
იუსტიციის სამინისტროში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ მისულა - სალომე ზურაბიშვილთან კითხვები უწყებათაშორის კომისიას აქვს.საქმე ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არჩევნების დღეს, ორბელიანების სასახლეში საარჩევნო შტაბის გახნას. კომისია საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევაზე მიუთითებს და სალომე ზურაბიშვილისგან მეტ განმარტებას ითხოვს. ფაქტი, რომ დღეს ადმინისტრაციიდან სხდომაზე არავინ მივიდა, რატი ბრეგაძემ შეაფასა."როდესაც საუბარია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთობლივად უნდა იზეიმონ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის ნიშნებს. ამასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის წარმომადგენელს ვთხოვეთ მობრძანება, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მათი მხრიდან გაკეთდა წერილობითი განმარტება, რაც კომისიის მიერ არ იქნა მიჩნეული დამაკმაყოფილებლად. ეს ნათლად მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტი არ არის განწყობილი საარჩევნო საკითხებზე სათანადოდ სათანამშრომლოდ,"- აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.ცნობისთვის, არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას სწორედ იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.
სრულად წაიკითხეთ სტატია