2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელ დროებით
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში
საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შექმნილ
ვითარებას და 2008 წლის
აგვისტოს ომის მოვლენებს
განიხილავენ,
„ნაციონალური მოძრაობის“
პერიოდში საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილემ,
გრიგოლ ვაშაძემ კომისიის
თავმჯდომარის, თეა
წულუკიანის კითხვას
უპასუხა, თუ „რატომ არ
გააფრთხილეს მოსახლეობა,
რომელიც აღმოჩნდა
მახეში?“.რაც შეეხება
მოსახლეობის
გაფრთხილებას, როგორც
გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა,
ეს მისი პირდაპირი ფუნქცია
არ ყოფილა. მანვე აღნიშნა,
რომ რამდენჯერმე ეს
საკითხი უშიშროების
საბჭოზე ახსენა და უთხრეს,
რომ ამას მიხედავდნენ.„ეს
ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ
იყო. რამდენჯერმე ეს
საკითხი უშიშროების
საბჭოზე ვახსენე და
მითხრეს, რომ ამას
მივხედავთო. საქართველო
ყველაფერს აკეთებდა
იმისათვის, რომ ომი არ
დაწყებულიყო და მაშინ,
როდესაც რუსეთის
ფედერაციას
დემონსტრაციულად გაჰყავდა
მოსახლეობა, სრული
შთაბეჭდილება
შეიქმნებოდა, რომ ჩვენც
ომისთვის ვემზადებით და
გაგვყავს მოსახლეობა - ეს
ერთ-ერთი მოსაზრება იყო,
რომელიც მაშინ გამოითქვა“,
- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.