როდესაც პრეზიდენტი შეუდგება თავისი უფლებამოსილების აღსრულებას, ის შებრძანდება იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციით - დავით მათიკაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 20
როდესაც პრეზიდენტი შეუდგება თავისი უფლებამოსილების აღსრულებას, ის შებრძანდება იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციით - დავით მათიკაშვილი
"როდესაც პრეზიდენტი შეუდგება თავისი უფლებამოსილების [აღსრულებას], ის შებრძანდება იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციით," - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიუხედავად ახალი პრეზიდენტის არჩევისა, ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს.მისივე თქმით, ქვეყანა ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის ძალიან მკაფიო, ნათელი მაგალითია."საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების ეს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო პროცესი, ფაქტობრივად, დასრულდა და ქვეყანა არის ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის ძალიან მკაფიო, ნათელი მაგალითი, შესაბამისი სტრუქტურებით, შესაბამისი, ლეგიტიმური ხელისუფლებით, ძალიან მალე, უკვე პრეზიდენტითაც.ქვეყანა აგრძელებს თავის სვლას ევროპული, ქვეყნის გაერთიანების, ეკონომიკური პროგრესის მიმართულებით. რა თქმა უნდა, როდესაც პრეზიდენტი შეუდგება თავისი უფლებამოსილების [აღსრულებას], ის შებრძანდება იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციით და იმ წესრიგით, რომელიც საქართველოში არსებობს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. კენჭისყრაში მონაწილე 225 წევრიდან, 224-მა ხმა მიხეილ ყაველაშვილს მისცა.პრეზიდენტის არჩევნების პროცესში, ბარიერ-გადალახულმა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო და მათმა ნაწილმა, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესი პარლამენტთან გააპროტესტა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე ფიცს 29 დეკემბერს დადებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია