როდესაც ოპოზიცია
გვპირდება, რომ მათი
გამარჯვების შემთხვევაში
დაჩქარდება
ევროინტეგრაცია, რაც
ავტომატურად გამოასწორებს
დემოგრაფიულ მდგომარეობას
არის მორიგი დიდი ტყუილი! -
წერს ეკონომიკის ექსპერტი,
გიორგი ცუცქირიძე.მისი
თქმით, ქართული ოპოზიცია
მისთვის დამახასიათებელი
ტენდენციურობით ცდილობს
დაამტკიცოს, რომ 2012 წლიდან
დღემდე მოსახლეობის
რაოდენობის შემცირება
“ქართული ოცნების”
ეკონომიკური პოლიტიკის
შედეგია, რეალურად კი
მოსახლეობის მატება
ევროპაში თუ სადმე მოხდა,
ეს ისევ
მაღალგანვითარებული
ქვეყნებია და ზრდა არა
შობადობის ბალანსის
გაუმჯობესებით, არამედ
მიგრაციული სალდოს
გაუმჯობესების შედეგად
ხდება.„მიგრაციული
თემატიკა დღეს მეტად
აქტუალურია ევროპის ბევრ
ქვეყანაში და რა
გასაკვირია, ჩვენთანაც
რეზონანსული იყოს, მით
უმეტეს წინასაარჩევნოდ.
ოღონდ აქაც არის ერთი
ნიუანსი, თუ ევროპაში ამ
საკითხის სერიოზული
განხილვა ხდება, ჩვენს
შემთხვევაში პოპულიზმის
და ზედაპირულობის ფორმატს
ვერ სცდება. ქართული
ოპოზიცია მისთვის ასერიგ
დამახასიათებელი
ტენდენციურობით ცდილობს
დაამტკიცოს, რომ 2012 წლიდან
დღემდე მოსახლეობის
რაოდენობის შემცირება 4, 497
მილიონი ადამიანიდან 3,728
მილიონამდე ანუ 769 ათასი
ადამიანით “ქართული
ოცნების” ეკონომიკური
პოლიტიკის შედეგია. მაგრამ
თუ რა გახდა ამის რეალური
მიზეზები ამაზე თავს
ნაკლებად იტკიებენ, თითქოს
ამ თემის გაშლა სერიოზული
განხილვის დონეზე
მოსახლეობისათვის ნაკლებ
საინტერესო იყოს!დავიწყოთ
იქიდან, რომ 2012 წლამდე
საქართველოს მოსახლეობა
უკვე იყო მილიონზე მეტი
ადამიანით 1991 წლიდან ანუ
დამოუკიდებლობის
გამოცხადებიდან
მოყოლებული. სულ
მთლიანობაში 1991 წლიდან
დღემდე მოსახლეობა
შემცირებულია 30 % ით.მეტად
საინტერესო სურათს
აჩვენებს გაეროს world population
prospects, მონაცემები 1990 -2023
წლებში ევროპის
დემოგრაფიულ
მაჩვენებლებზე, თუ როგორ
იცვლებოდა ევროპის
პოპულაცია ბოლო 33 წლის
განმავლობაში. ნიშანდობლივია,
რომ შემცირების მაღალ ე. წ.
წითელ ზონაში ჩვენს გარდა
არიან: მოლდოვა- 31 %, უკრაინა
და ბოსნია-ჰერცოგოვინა- 28
%ით, ასევე ბალტიის
ქვეყნებიდან ლატვია 29 % და
ლიტვა 23 %. ეს მონაცემები
იმიტომაც მოვიყვანე,
ბალტიის ქვეყნებში
ჩვენსავით არც სამოქალაქო
ომი ყოფილა, არც
ხელისუფლების დამხობა
სამხედრო გადატრიალებით
და არც გარედან
ინსპირირებული და
მხარდაჭერილი სამხედრო
კონფლიქტები აფხაზეთის და
ცხინვალის რეგიონის
მსგავსად.ბალტიის
ქვეყნები აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნების
ნაწილთან ერთად პირველივე
გაფართოებისას უკვე ორ
ათეულ წელზე მეტია, რაც
გახდენ ევროკავშირის და
ნატოს წევრები!ბალტიის
ქვეყნების მსგავსად
ევროკავშირის და ნატოს
წევრია ბულგარეთი და
რუმინეთი, საკმაოდ მაღალი -23
% და -17 % იანი
დეპოპულაციით!მოსახლეობის
მატება ევროპაში თუ სადმე
მოხდა ეს ისევ
მაღალგანვითარებული
ქვეყნებია: საფრანგეთი + 17 %,
ესპანეთი +23 %, ავსტრია +19 %,
დიდი ბრიტანეთი +20%,
ჰოლანდია +20 % და ბელგია +18.
რაც არანაკლებ
საინტერესოა ამ ქვეყნებში
მატება მოხდა არა
შობადობის ბალანსის
გაუმჯობესებით, არამედ
მიგრაციული სალდოს
გაუმჯობესების შედეგად,
როგორც აღმოსავლეთ
ევროპის და ყოფილი საბჭოთა
ქვეყნების ხარჯზე, ასევე
აფრიკის ქვეყნებიდან,
რომელიც თავის დროზე იაფი
მუშახელის სახით შევიდა, და
ეს პროცესი დღემდე
გრძელდება. სწორედ ამ
მიგრაციულ დისბალანს
ავტოქტონულ
მოსახლეობასთან
შედარებით, რაც ამ
ქვეყნებში დემოგრაფიული
სურათის შეცვლით და
მუსულმანური ელემენტის
გაძლიერებით
მიმდინარეობს,
აპროტესტებს ევროპის
ქვეყნებში ოპოზიცია,
როგორც ულტრა ლიბერალური
მმართველობის მიუღებელ
ფორმას!აქედან
გამომდინარე, როდესაც
ოპოზიცია გვპირდება, რომ
მათი გამარჯვების
შემთხვევაში დაჩქარდება
ევროინტეგრაცია, რაც
ავტომატურად გამოასწორებს
დემოგრაფიულ მდგომარეობას
არის მორიგი დიდი ტყუილი!“, -
წერს გიორგი ცუცქირიძე.