როდესაც მასობრივად ხდება
აქციებზე სახის დაფარვა, ამ
შემთხვევაში, პირველ რიგში,
აქციის მონაწილეების
უსაფრთხოება არ არის
დაცული, - განაცხადა
კომიტეტზე საპროტესტო
აქციებზე ნიღბის ტარების
ინიციატივის განხილვისას
პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარემ,
რატი
იონათამიშვილმა.მისივე
თქმით, როდესაც ადამიანი
განზრახ მიდის აქციაზე, რომ
დამალოს სახე, არ მოხდეს
მისი იდენტიფიცირება, ეს
საფუძვლიან ეჭვს
იწვევს.„უმნიშვნელოვანესია,
მისი პოზიცია ღიად და
საჯაროდ იყოს
დაფიქსირებული. როდესაც
ადამიანი განზრახ მიდის,
რომ დამალოს სახე, არ
მოხდეს მისი
იდენტიფიცირება, ეს
საფუძვლიან ეჭვს იწვევს,
რომ ის იქ მიდის არა
პროტესტის გამოსახატავად,
არამედ პოტენციურად აქვს
რისკები იმისა, რომ
მართლწესრიგის პრინციპები
დაირღვევს, ძალიან მაღალია
და სწორედ ამ
სულისკვეთებას, პრინციპს
დაეფუძნა თავის დროზე
ევროპის იმ ქვეყნებში ის
რეგულაციები, რომელმაც
აკრძალა ნიღბის
გამოყენება.სახელმწიფოს
ვალდებულება ამავდროულად
არის, რა თქმა უნდა, აქციის
მონაწილეთა უსაფრთხოებაც
დაიცვას. როდესაც
მასობრივად ხდება
აქციებზე სახის დაფარვა, ამ
შემთხვევაში, პირველ რიგში,
აქციის მონაწილეების
უსაფრთხოება არ არის
დაცული“, - განაცხად
იონათამიშვილმა.პარლამენტის
იურიდიულმა კომიტეტმა
პირველი მოსმენით დაუჭირა
მხარი კანონს, რომლის
მიხედვითაც ქვეყანაში
საპროტესტო აქციებზე
ნიღბის ტარება აიკრძალება.