როდესაც იდეოლოგიის
საფუძველი არის სიძულვილი,
მაშინ გეყოლება ისეთი
ავტორიტარული
ხელისუფლება, როგორიც
გვყავდა 2012 წლამდე, შექმნი
წამების მანქანას,
ბიზნესის რეკეტის
სისტემას, ადამიანების
დაკნინების და დამცირების
სისტემას და როდესაც ეს
ძალაუფლება გამოგეცლება
ხელიდან, სიძულვილი სადმე
ხომ უნდა გადმოაფრქვიონ?!
ამის კარგ საშუალებას
იძლევა შემდეგ სოციალური
მედია, - განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა
მედიასთან.ჟურნალისტმა
მას ჰკითხა, რას ფიქრობს
რადიკალური მეთოდებით
ბრძოლაზე განსხვავებული
აზრის ადამიანების
მისამართით.„საქმე იმაშია,
რომ ჯგუფები, ოპოზიციის,
რომელიც ამ ყველაფრის
მთავარი ინსპირატორია,
მამოძრავებელი ძალა არის
სიძულვილი. ასეთები იყვნენ
ისინი ხელისუფლებაში,
მოქმედებდნენ სიძულვილით,
ოღონდ 26 მაისს
ჩატარებულიყო აღლუმი,
შეეძლოთ სისხლიც კი
დაეღვარათ რუსთაველზე.
ამას გეგმავდნენ ზუსტად
ნაძვის ხის ანთებასთან
დაკავშირებით, რომ იქ
მომხდარიყო რაღაც
ინციდენტი. იცით, ნაძვის
ხის ანთების დღე როდესაც
იყო დათქმული, მათ შორის
სცენის მოწყობაზე
მომუშავე ადამიანების
მიმართ იყო აგრესია,
ბოთლებს ესროდნენ და
ვხედავდით რა განწყობაც
იყო საბოლოო ჯამში და
როგორი მოტივირებულებიც
იყვნენ. ოპოზიციის სახეები
ხომ ერთი და იგივეა, რამე
შეიცვალა ბოლო ოცი წლის
განმავლობაში?! ერთი და
იგივე ხალხია, რომელიც ხან
ერთ, ხან მეორე ჯგუფშია. მათ
შორის მათი მხარდამჭერი
სახეებით სხვადასხვა
სფეროდან. ერთი და იგივე
ხალხია, რომლის
მამოძრავებელი ენერგია
არის სიძულვილი.ეს არის
ჩემი აზრით მთავარი
პრობლემა, რადგან
სიძულვილს მხოლოდ
რადიკალიზმი შეუძლია
წარმოშოს, მხოლოდ ის
აკეთებინოს, რომ ბავშვებს
შეუვარდეს სკოლაში. იქ
როგორ შეიძლება რაიმე
ნასახი იყოს სიყვარულის,
როდესაც ბავშვებს
უვარდები საკლასო ოთახში
მეგაფონით და უყიჟინებ მათ,
გამოიყვანო გარეთ. ამხელა
ზრდასრული ადამიანი ვერ
ხვდება რა ზიანს აყენებს
ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ
ფსიქიკას ამ ისტერიით,
რასაც ისინი თესავდნენ?!
როდესაც იდეოლოგიის
საფუძველი არის სიძულვილი,
მაშინ გეყოლება ისეთი
ავტორიტარული
ხელისუფლება, როგორიც
გვყავდა 2012 წლამდე, შექმნი
წამების მანქანას,
ბიზნესის რეკეტის
სისტემას, ადამიანების
დაკნინების და დამცირების
სისტემას და როდესაც ეს
ძალაუფლება გამოგეცლება
ხელიდან, სიძულვილი სადმე
ხომ უნდა გადმოაფრქვიონ?!
ამის კარგ საშუალებას
იძლევა შემდეგ სოციალური
მედია, სადაც სიძულვილის
ზღვას ვხედავთ, მათ შორის
უცხოური დაფინანსებით
მოქმედი ორგანიზაციების
მხრიდან და რეალიზებულ
ვერბალურ და ფსიქოლოგიურ
ძალადობას. არ ვიცი მათთვის
გამოსავალი რა არის,
მთავარია, რომ ვინც
პასუხისმგებლობით
ვუყურებთ ამ ყველაფერს,
ჩვენი დამოკიდებულება
იყოს პასუხისმგებლობიანი
და სახელმწიფოს მხრიდან
პასუხისმგებლობიანი“, -
აღნიშნა პაპუაშვილმა.