როდესაც დავინიშნე მინისტრად, დამხვდა სია, შედგენილი ადეიშვილის მიერ, მოფერებით ეძახდნენ „კეთილი ბიძიების“ სიას. იგულისხმებოდა ბიზნესმენი, რომელიც ვითომდა ნებაყოფლობით გადაწყვეტდა ქონება ეჩუქებინა სამინისტროსთვის - თეა წულუკიანი

Primetime.ge 2 თვის წინ 7
როდესაც დავინიშნე მინისტრად, დამხვდა სია, შედგენილი ადეიშვილის მიერ, მოფერებით ეძახდნენ „კეთილი ბიძიების“ სიას. იგულისხმებოდა ბიზნესმენი, რომელიც ვითომდა ნებაყოფლობით გადაწყვეტდა ქონება ეჩუქებინა სამინისტროსთვის - თეა წულუკიანი
როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გამომიცხადა ნდობა და დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, მაშინ სამინისტროში დამხვდა სია, შედგენილი ბატონი ზურა ადეიშვილის მიერ და ამ სიას მოფერებით საჯარო მოხელეები ეძახდნენ „კეთილი ბიძიების“ სიას, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე.მისივე თქმით, კეთილ ბიძიაში იგულისხმებოდა ის ბიზნესმენი, რომელიც ვითომდა ნებაყოფლობით მივიდოდა სამინისტროში და გადაწყვეტდა, რომ ესა თუ ის თავისი ქონება ეჩუქებინა სამინისტროს გამოყენებისათვის.„სიასაც ასე ერქვა, დაცინვით, რა თქმა უნდა. ესეც მახასიათებელია რეჟიმის, რომ ადამიანს აუბედურებ, აიძულებ და კიდევ იქით დასცინი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია