როგორც ჩანს რამდენიმე ტოპ
ტვინმა მოტვინა, რომ 300 000
ხმით ნაკლები რომ აგვეღო
მაინც ვიგებდით არჩევნებს
და უცებ ეს რიცხვი 400
ათასამდე გაზარდეს, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელმა
მდივანმა, საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა
მამუკა მდინარაძემ.მისივე
თქმით, არჩევნებზე
მომხდარი ყველა დარღვევა
დაფიქსირებულია,
მიმდინარეობს გამოძიება
და მათ მიღმა სხვა
დარღვევებზე
მტკიცებულებები არ
არსებობს.„მტკიცებულებები
არ არსებობს და რას
მიიტანენ?! მტკიცებულებები
არსებობს მხოლოდ იმ
ფაქტებთან დაკავშირებით,
რომლებზეც მე ორჯერ
ჩავატარე ბრიფინგი და
შსს-ში გამოძიება უკვე
დაწყებულია ამ ფაქტებზე,
როდესაც მათ სცადეს
რამდენიმე ათეული და
ასეული ხმის მოპარვა
„ქართული ოცნებისათვის“.
რამდენიმე ათეულ
შემთხვევაში გამოუვიდათ,
ნამდვილად არ ვაბრალებ, რომ
მათ შეძლეს არჩევნების
გაყალბება „ქართული
ოცნებისათვის“, როგორც
ისინი ინტერპრეტირებდნენ
ბრიფინგების შემდეგ
დღეებში. რადიკალებმა
რამდენიმე ათეული ხმის
მოპარვა ჩვენთვის შეძლეს,
საბედნიეროდ, მსგავსი
საკითხებით არჩევნების
შედეგებზე გავლენის
მოხდენას ვერ შეძლებდნენ,
გამომდინარე იქიდან, რომ
ჩვენ სულ რაღაც, 900 000 ხმით
გავუსწარით მეორე ადგილზე
გასულ პარტიას. ამ ფაქტების
გარდა მეტი ფაქტი
გაყალბების მცდელობის
შესახებ არ არსებობს.
ერთადერთი იყო მარნეულის
ერთ-ერთი უბანი, რომელზეც
გამოძიება მიმდინარეობს
და დამნაშავე დაკავებულია.
ყველა დარღვევა
დაფიქსირდა. იმდენი
სუბიექტური დამკვირვებელი
იყო თითოეულ უბანზე, რომ იქ
რაღაცის გაპარება
პრაქტიკულად შეუძლებელი
იყო. ესენი ამბობენ 300 ათასი
ადამიანის ხმა
გააყალბებსო. მერე, ორი
კვირის მერე ეს რიცხვი
400-მდე გაზარდეს, როგორც
ჩანს რამდენიმე ტოპ ტვინმა
მოტვინა, რომ 300 000 ხმით
ნაკლები რომ აგვეღო მაინც
ვიგებდით არჩევნებს და
უცებ გაზარდეს 400
ათასამდე“,- აღნიშნა
მდინარაძემ.