აშშ-ის პრეზიდენტი
გერმანიის არჩევნებს
სოციალურ ქსელში
ეხმაურება. ტრამპი
კონსერვატორების
გამარჯვებას მნიშვნელოვან
მოვლენად მიიჩნევს."როგორც
ჩანს, კონსერვატიულმა
პარტიამ გერმანიაში მოიგო
ძალიან მნიშვნელოვანი და
მეტად მოსალოდნელი
არჩევნები. ამერიკის
მსგავსად, გერმანიის ხალხი
დაიღალა უაზრო დღის
წესრიგით, განსაკუთრებით
ენერგეტიკისა და
იმიგრაციის საკითხებში,
რომლებიც წლების
განმავლობაში
დომინირებდა. ეს არის დიდი
დღე გერმანიისთვის და
ამერიკის შეერთებული
შტატებისთვის დონალდ
ტრამპის ხელმძღვანელობით.
ვულოცავ ყველას, კიდევ
ბევრი გამარჯვება
გველოდება!!!", – წერს
ტრამპი. ეგზიტპოლის ბოლო
მონაცემებით, ბუნდესტაგის
ვადამდელ არჩევნებში
ფრიდრიხ მერცის
კონსერვატიული ბლოკი
"ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური
კავშირი" ლიდერობს. ალის
ვაიდელის ულტრამემარჯვენე
"ალტერნატივა
გერმანიისთვის" მეორე
ადგილზეა, ოლაფ შოლცის
მემარცხენე-ცენტრისტულ
"გერმანიის
სოციალ-დემოკრატიულ
პარტიას" კი 16,3 პროცენტი
აქვს.