"როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს მიეღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი" - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე

Primetime.ge 9 საათი წინ 2
"როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს მიეღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი" - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე
"ლელოს" ამ შეცვლილ პოზიციას ჩვენ წინასწარ ვაანონსებდით. ეს მეტყველებს მათ უპრინციპობაზე, ვინაიდან თვეების განმავლობაში ისინი თავიანთ ამომრჩევლებს ჰპირდებოდნენ, რომ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ ჩაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ღიად დაადასტურა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.მისივე თქმით, ოპოზიციის "გარე უფროსები" ფსონს უკვე არა "ნაციონალურ მოძრაობაზე", არამედ "ლელოსა" და გიორგი გახარიას გუნდზე - "საქართველოსთვის" დებენ."როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს, რომ მიეღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი, თუმცა "ლელოს" უპრინციპობის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი, ამ შემთხვევაში, ფსონს დებენ კონკრეტულად "ლელოზე" და ბატონი გახარიას პარტიაზე, ვინაიდან "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ მიხვდნენ, - მათზე ფსონის დადება არ შეიძლება. ის, რომ "ახალი" შემოაპარეს თითქოს წინა არჩევნებზე ჩვენს საზოგადოებას, ამასაც მიხვდნენ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის "ახალი" და "ნაციონალური მოძრაობა" აბსოლუტურად ერთი და იგივეა," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია