თუ გახსოვთ რამდენიმე დღის
წინ დავდე ასეთ პოსტი, 48
პროფესიის, 48 შემთხვევით არ
დამიწერია, 1500 მომიტინგეზე
და თუკი სადმე „ნაცი“ ან
მასთან გათანაბრებული
პირი იყო ყველამ ჩემი
ლანძღვა დაიწყო, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელმა
მდივანმა, საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა და
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ
მამუკა მდინარაძემ.„ეს იყო
მთავარი მხილება მათი
მთავარი თემის, რაც ჰქონდათ
დალაგებული. როგორც კი
რუსთაველზე ადამიანების
რაოდენობა შემცირდა,
რაღაცით ამის პიარული
კომპენსირება უნდა
მოეხდინათ და დაიწყეს
პროფესიებზე აპელირება.
მათი მომხრე ექიმიც არის,
ადვოკატიც და ნებისმიერი
პროფესიის ადამიანებში
ჰყავს ყველა პოლიტიკურ
პარტიას და ყველა
მიმართულებას თავისი
მომხრე.მხოლოდ ორმა ექიმმა
თქვა, რომ ამას არ
ვუმკურნალებო,
დანარჩენებს ფიცი არ
დაურღვევიათ. თუმცა ეს მათი
აზრია, პატივს ვცემ.
ექიმები რომ დააყენეს, მერე
ვინ მოსდევს ხოლმე ამ
ექიმს, ადვოკატს თუ იურისტს
ამას არავინ კითხულობს.
ზოგი აგერ მეზობლების
მარშიო და რუსთაველი ხალხი
იყო, უკვე სასაცილოდ აიგდეს
ეს
ამბავი.ბიძაშვილ-მამიდაშვილების
და დეიდაშვილების მარშიც
არის მგონი ახლა ჩანიშნული.
უკვე სასაცილოა ეს ამბავი,
მაგრამ საბოლოო ჯამში რა
თქმა უნდა ყველა მათთან
დაკავშირებული პირია, ვინც
ასეთ მარშებს აორგანიზებს
იმისთვის, რომ ხალხის
რაოდენობის სიმცირე
დააკომპენსიროს
პროფესიების რაოდენობით.
ნებისმიერ პროფესიაში
მოძებნი არაერთ მათი
წარმოდგენის ადამიანს“, -
განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.