პარლამენტში დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომა დილიდან
განახლდება - განსახილველი
თემები ამჯერადაც
საკუთრების უფლების
დარღვევისა და
არაადამიანური მოპყრობის
ფაქტებია; ასევე საუბარი
იქნება სახელმწიფო
უსაფრთხოებასა და 2008 წლის
აგვისტოს ომზე.სხდომაზე
მოწვეულნი არის გივი
თარგამაძე; ასევე
ბიზნესმენი რამაზ
ახვლედიანი, და კახა
დაბრუნდაშვილი, რომელმაც 2005
წელს მაშინდელი
ხელისუფლების გავლენიან
პირთან შელაპარაკების
გამო დამამცირებელი და
არაადამიანური მოპყრობა
საკუთარ თავზე გამოსცადა.
სხდომის ბოლოს იგეგმება
მსჯავრდებულის ჩართვა
პენიტენციური
დაწესებულებიდან.მმართველ
გუნდში ამბობენ, რომ როგორც
კი საგამოძიებო კომისია
მუშაობას დაასრულებს,
მომზადდება შესაბამისი
დასკვნა, რომელიც
შესაბამის სტრუქტურებს
გადაეგზავნება."რამდენიმე
მიმართულებით
მიმდინარეობს საგამოძიებო
კომისიის მანდატი. პირველი
ეს არის ის სისტემური
დანაშაულები, რომლებიც
ჩადენილ იქნა 2012 წლამდე,
ასევე სისტემური წამება
ადამიანების და ასევე,
აგვისტოს ომის ჭრილი.
სამივე მიმართულებაში
ძალიან მნიშვნელოვანი
ჩვენებები და ისტორიები
მოვისმინეთ. როგორც კი
დაასრულებს თავის
მუშაობას საგამოძიებო
კომისია, მომზადდება
შესაბამისი დასკვნა,
რომელიც გადაეგზავნება
შესაბამის სტრუქტურებს", -
აცხადებს პარლამენტის
ფრაქცია "ქართული ოცნების"
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე ირაკლი
კირცხალია.