როგორც აღმოჩნდა, ეს თანხები, რაც ევროკომისიას ჰქონდა გამოყოფილი, მიმართული იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართით, სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც დაკავებული იყო პოლიტიკური აქტივიზმით - გიორგი ჩაკვეტაძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 11
როგორც აღმოჩნდა, ეს თანხები, რაც ევროკომისიას ჰქონდა გამოყოფილი, მიმართული იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართით, სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც დაკავებული იყო პოლიტიკური აქტივიზმით - გიორგი ჩაკვეტაძე
 როგორც აღმოჩნდა, ეს თანხები, რაც ევროკომისიას ჰქონდა გამოყოფილი, მიმართული იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართით, სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც დაკავებული იყო პოლიტიკური აქტივიზმით, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება უცხოური გრანტებით ქვეყანაში რადიკალური ჯგუფების გაძლიერებას არ დაუშვებს.„როგორც აღმოჩნდა, ეს თანხები, რაც ევროკომისიას ჰქონდა გამოყოფილი, მიმართული იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართით, სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც დაკავებული იყო პოლიტიკური აქტივიზმით. მაგალითად, ელენე ხოშტარიას ჰქონდა „ენჯეო“, რომელიც ზუსტად იგივე სახელით იყო დაარსებული, იგივე მისამართით, იგივე ოფისით, რაც იყო პარტია. ასე, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რა სკანდალშიც ეხვევა ევროკომისია.ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხორციელდებოდეს და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ხმარდებოდეს სხვადასხვა პარტიის გაძლიერებას, ოპოზიციონერი აქტივისტების გაძლიერებას, სხვადასხვა მედიასაშუალებებს, რომელიც თავის მხრივ უკანონო შემოსავალია“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.ევროკავშირის მიერ გაცემული გრანტების არამიზნობრივ გამოყენებაზე თავად ევროკავშირში ალაპარაკდნენ. საუბარია გამოცემა Visegrád 24-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც „კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ" გამოყოფილი გრანტები რეალურად აღნიშნული პროგრამების ნაცვლად, კონსერვატიულ და ევროსკეპტიკურ ხმებზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია