როგორია საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა - დეტალურად

Primetime.ge 1 კვირა წინ 17
როგორია საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა - დეტალურად
საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზის კარი საქართველოს ახალი პრეზიდენტის ასარჩევად გაიღო. ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში ქვეყნის მთავარსარდალს, 5 წლის ვადით, 300 დელეგატისგან შემდგარი საარჩევნო კომისია აირჩევს. ამ სისტემით, საქართველოში არჩევნები პირველად ტარდება.საარჩევნო კოლეგია შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 კომპლექტდება შემდეგი პრინციპით: აჭარის უმაღლესი საბჭოს 21-ვე წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან წარმომადგენლები, რომლებიც წინა არჩევნების შედეგების პროპორციულად არის გადანაწილებული. ამ 300 წევრისგან, დღეის მოცემულობით, "ქართულ ოცნებას" ჰყავს 211 წევრი; 20 წევრი ჰყავს პარტია "ახალს"; 20 წევრი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას"; 15 წევრი ჰყავს "ლელოს", 14 წევრი ჰყავს გახარიას პარტიას; თუმცა ოპოზიცია არც ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებს და, შესაბამისად, არც ამ პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ცნობს ლეგიტიმურად.შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" საარჩევნო კოლეგიაში 300 წევრიდან ჰყავს 211 წევრი, ხოლო ოპოზიციას, ჯამურად, ჰყავს 69 წევრი. 300 წევრიდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან, რომლებიც ცესკო-ს მხრიდან კვოტების შესაბამისად გადანაწილდა -109 წევრიდან 54 იყო "ქართული ოცნების", 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არ აითვისეს ეს კვოტები და არ წარმოადგინეს საკუთარი წარმომადგენლები საკრებულოებიდან. ამიტომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ეს კვოტები გადანაწილდა სხვა პარტიაზე და "ქართულმა ოცნებამ" აითვისა ეს კვოტები. არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 69 წევრი არის ოპოზიციიდან, მათ შორის - საქართველოს პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები.300 კაცისგან შემდგარ საარჩევნო კომისიაში, საკუთარი კვოტა აქვს ოპოზიციასაც, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებში არ მონაწილეობენ. ისინი მიხეილ ყაველაშვილის არჩევას საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ქუჩაში აპროტესტებენ.საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს ცესკო წარმართავს. მას შემდეგ, რაც დელეგატები კანდიდატს ხმას მისცემენ და არჩევნები დასრულდება, ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომას ჩაატარებს, ბიულეტენებს დაითვლის და კომისიის წევრებს მათ მიერ არჩეულ ახალ პრეზიდენტს დაუსახელებს."ქართულმა ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე 27 ნოემბერს დაასახელა.ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია