17:00 საათის მონაცემებით,
არჩევნებში ამომრჩეველთა
აქტივობა 50.6 პროცენტს
შეადგენს, საარჩევნო
უბნებზე მისულია 1 768 816
ამომრჩეველი, –
ინფორმაციას ამის შესახებ
ცენტრალური საარჩევნო
კომისია
ავრცელებს.რეგიონების
მიხედვით პროცენტული
განაწილება კი
შემდეგნაირია:
სამეგრელო-ზემო სვანეთი –
47.84 %; თბილისი – 52.42%; კახეთი –
51.33%; მცხეთა-მთიანეთი – 51.93%;
ქვემო ქართლი – 42.29%; შიდა
ქართლი – 50.67 %;
სამცხე-ჯავახეთი – 52.38%; რაჭა
ლეჩხუმი – 61.81%; იმერეთი -51.26%;
გურია – 53.74%; აჭარა –
53.05%.ამასთან, ცესკო-ს
მონაცემებით, 2012 წლის
საპარლამენტო არჩევნებზე
17:00 საათისთვის
ამომრჩეველთა აქტივობა
53,03%-ს შეადგენდა, 2016 წელს –
42,04%-ს, 2020 წელს კი
–45,77%-ს.ცნობისთვის,
საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
იმართება, 26 ოქტომბრის
არჩევნებისთვის
ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით,
საქართველოში გახსნილია 3 044
უბანი, მათ შორის 13
გამონაკლის შემთხვევაში
შექმნილი უბანი, საიდანაც 12
– პენიტენციურ
დაწესებულებებში, ერთი კი
ფსიქიკური ჯანმრთელობის
ცენტრშია განთავსებული.