ამ დრომდე მძიმე რჩება
თბილისში დაჭრილი
მოზარდის ჯანმრთელობის
მდგომარეობა. 16 წლის ბიჭი
უგონო მდგომარეობაში,
რეანიმაციულ
განყოფილებაშია. მას დანით
მრავლობითი ჭრილობა აქვს
მიყენებული და ბევრი
სისხლი
დაკარგა.დაკავებულია
სასტიკ თავდასხმაში
ეჭვმიტანილიც - ის 14 წლის
მოზარდია. გავრცელებული
ინფორმაციით, დაკავებული
გარკვეული პერიოდი
დაჭრილის თანასკოლელი იყო
და ის ერთ-ერთ დაჯგუფებაშია
გაწევრიანებული, რომლის
წევრებიც ნიღბებით
გადაადგილდებიან და
განსაკუთრებული
სისასტიკით
გამოირჩევიან.დაჭრილის
დედის ინფორმაციით,
თავდამსხმელს მოზარდის
მკვლელობა წინასწარ
ჰქონდა დაგეგმილი და ამის
შესახებ სოციალურ ქსელში
პოსტიც დაწერა, თუმცა
მოტივი არ სახელდება.