სპორტის სასახლეს
რეაბილიტაცია
ჩაუტარდება. „პროექტის
ფარგლებში, ასევე, იგეგმება
სპორტის სასახლის გარშემო
სარეკრეაციო და ღია
სივრცეების ისტორიული
ფუნქციის აღდგენა, კერძოდ:
სპორტის სასახლის
მიმდებარე ტერიტორიაზე
მოეწყობა უნიკალური
სარეკრეაციო სივრცე;
კეთილმოეწყობა მეტროში
ჩასასვლელი კიბეები და
მიმდებარე სივრცეები;
ამავე ტერიტორიაზე
მმართველი კომპანია
გეგმავს პადელის ღია
კორტების მოწყობას;
მოწესრიგდება საპარკინგე
ზონა და დარეგულირდება
სატრანსპორტო გეგმა,
როგორც ადგილობრივი
მოსახლეობისთვის, ისე
სპორტის სასახლის
სტუმრებისთვის“, -
განაცხადა კახა კალაძემ.