10 დეკემბრამდე
საქართველოში უმეტესად
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. უახლოესი
დღეების ამინდის პროგნოზს
გარემოს ეროვნული
სააგენტო
აქვეყნებს.დასავლეთ
საქართველოში ჰაერის
ტემპერატურა დღის
საათებში +15, +20 გრადუსამდე
მოიმატებს, იქროლებს
აღმოსავლეთის
მიმართულების
ქარი.თბილისში უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +8, +10 გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): უმეტესად
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +10, +13
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): უმეტესად უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +3, +8 გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +5, +10 გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +5, +10 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +4, +9 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): უმეტესად უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით 0, +5
გრადუსი დაფიქსირდება.