თბილისში 25-27 იანვარს
უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ჰაერის
ტემპერატურა დღისით +8, +10
გრადუსი
დაფიქსირდება. ამის
შესახებ ინფორმაციას
გარემოს ეროვნული
სააგენტო
ავრცელებს.სინოპტიკოსების
პროგნოზით, უახლოეს
დღეებში საქართველოს
ცალკეულ რაიონში შესაძლოა,
მცირე ნალექი
აღინიშნოს.სანაპირო
რაიონებში – ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი
უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ჰაერის
ტემპერატურა დღისით +13, +15
გრადუსი იქნება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) უმეტესად
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ჰაერის
ტემპერატურა დღისით +14, +16
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი), ზოგან
შესაძლოა მცირე ნალექი
აღინიშნოს, ჰაერის
ტემპერატურა დღისით +8, +10
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო) ზოგან შესაძლოა
მცირე ნალექი აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +2, +7 გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი) უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +4, +9 გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო) უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +5, +10 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): ზოგან შესაძლოა
მცირე ნალექი აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +1, +6 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო) ზოგან შესაძლოა
მცირე თოვლი აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით -3, +2 გრადუსი
დაფიქსირდება.