დღეს საქართველოში ზოგან
გაწვიმდება, ხოლო 13-15
ოქტომბერს მოსალოდნელია
გრილი და დროგამოშვებით
წვიმიანი ამინდი. ამინდის
პროგნოზს გარემოს
ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.თბილისში დღეს
საღამომდე უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება. 13-15
ოქტომბერს კი მოიღრუბლება
და გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +17, +19
გრადუსამდე
დაიკლებს.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13
ოქტომბრის დღის მეორე
ნახევრამდე თბილი და
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, შემდგომში კი
აგრილდება და გაწვიმდება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +19, +21 გრადუსამდე
დაიკლებს.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი): 13 ოქტომბრის დღის
მეორე ნახევრამდე თბილი და
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, შემდგომში კი
აგრილდება და გაწვიმდება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +18, +20 გრადუსამდე
დაიკლებს.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): 13 ოქტომბრის
დღის მეორე ნახევრიდან
გრილი და წვიმიანი ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +16, +20
გრადუსი იქნება.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): 13 ოქტომბრის დღის
მეორე ნახევრიდან გრილი და
წვიმიანი ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +11, +16
გრადუსი იქნება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): 12 ოქტომბერს
შედარებით სითბოს ფონზე
ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15
ოქტომბერს მოსალოდნელია
გრილი და დროგამოშვებით
წვიმიანი ამინდი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +17, +20
გრადუსი იქნება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): 12
ოქტომბერს შედარებით
სითბოს ფონზე ზოგან
გაწვიმდება, ხოლო 13-15
ოქტომბერს მოსალოდნელია
გრილი და დროგამოშვებით
წვიმიანი ამინდი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +16, +19
გრადუსი
იქნება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): 12 ოქტომბერს
შედარებით სითბოს ფონზე
ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15
ოქტომბერს მოსალოდნელია
გრილი და დროგამოშვებით
წვიმიანი ამინდი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +13, +18
გრადუსი
იქნება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): 12 ოქტომბერს ზოგან
გაწვიმდება, ხოლო 13-15
ოქტომბერს მოსალოდნელია
შედარებით ცივი და
წვიმიანი ამინდი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +7, +12
გრადუსი იქნება.