როგორი ამინდი იქნება
მომდევნო 5 დღე
საქართველოში -
მეტეოროლოგი კობა
ფარტენაძე პროგნოზს
აქვეყნებს.„უახლოეს
დღეებში, საქართველოში
ამინდს ანტიციკლონი და
მასთან დაკავშირებული
მაღალი წნევის არე
განსაზღვრავს, რაც
სტაბილურად მზიან დღეებს
განაპირობებს.მთელი
ქვეყნის ტერიტორიაზე,
მომდევნო 5 დღის
განმავლობაში უღრუბლო
ამინდი და +25, +30 გრადუსია
მოსალოდნელი, გამონაკლისი
იქნება მაღალმთიანი
დასახლებები, სადაც
საღამოსა და ღამის
საათებში, შესაძლოა,
ხანმოკლე წვიმა
აღინიშნოს.ზოგადად
ივნისის თვე
სტატისტიკასთან
თანაფარდობაში იქნება,
ნალექების რაოდენობა
ნორმასთან ახლოს და ზოგან
მასზე ნაკლები“, - წერს
ფარტენაძე.