1 - 3 იანვარს მოსალოდნელი
ამინდი საქართველოში:1
იანვარს საქართველოში
ზოგან იწვიმებს, მაღალ
მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან
კი უმეტესად უნალექო
ამინდია
მოსალოდნელი.თბილისში
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +6, +8 გრადუსი
დაფიქსირდება.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2
იანვრიდან უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +12, +14 გრადუსი
იქნება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) 1 იანვარს ზოგან
იწვიმებს, 2 იანვრიდან კი
უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +13, +15
გრადუსი იქნება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): 2 იანვრამდე
ზოგან ნალექიანი ამინდი
იქნება, შემდგომში
უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +8, +10
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): 1 იანვარს ზოგან
მოთოვს, 2 იანვრიდან კი
უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით -1, -3
გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): 1-3 იანვარს
უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +5, +10
გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +10, +12 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): 2 იანვრამდე
ზოგან მოთოვს, შემდგომში კი
უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +4, +6
გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): 2 იანვრამდე ზოგან
მოთოვს, 2 იანვრიდან კი
უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით 0, +5
გრადუსი დაფიქსირდება.